ავსტრალიაში 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 80 პროცენტი კორონავირუსზე სრულად არის ვაქცინირებული
ავსტრალიაში 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 80 პროცენტი კორონავირუსზე სრულად არის ვაქცინირებული

ავსტრალიაში 16 წელს გადაცილებული მოსახლეობის 80% კორონავირუსზე სრულად არის ვაქცინირებული. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის შეფასებით, ეს არის ბრწყინვალე ეტაპი მსოფლიოში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე.

„მორიგი ბრწყინვალე ეტაპი, ავსტრალია. ეს ნიშნავს ხუთიდან ოთხს, რამდენად კარგია ეს? ეს არის ნამდვილი ავსტრალიური ეროვნული ძალისხმევა“, – ამბობს სკოტ მორისონი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ფედერალურ დონეზე ნებაყოფლობითია, თუმცა ავსტრალიის შტატებმა და ტერიტორიებმა გარკვეული პროფესიისა და მოხელეებისთვის კორონავირუსზე აცრები სავალდებულო გახადა; ამასთან, არავაქცინირებულებს შეზღუდული აქვთ შესვლა გარკვეულ დაწესებულებებში, მათ შორის რესტორნებში, ასევე ეკრძალებათ კონცერტებზე დასწრება.

მიმდინარე კვირის დასაწყისიდან პანდემიის განმავლობაში პირველად ავსტრალიამ შეამსუბუქა საერთაშორისო სამოგზაურო შეზღუდვები, თუმცა მხოლოდ არავაქცინირებული მოგზაურებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან ჩამოდიან.