ავსტრალიასა და ტაილანდში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები გამოვლინდა
ავსტრალიასა და ტაილანდში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები გამოვლინდა

ავსტრალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დასავლეთ ავსტრალიის შტატის ჯანდაცვის უწყების ოფიცერმა ენდრიუ რობერტსონმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი 78 წლის მამაკაცია, რომელიც საკრუზო ხომალდ „დაიამონდ პრინცესის“ მგზავრი იყო.

კორონავირუსით ინფიცირებულია გარდაცვლილის ცოლიც, რომელიც ასევე იმყოფებოდა გემზე. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ავსტრალიის ჯანდაცვის დემპარტამენტის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობში ავსტრალიაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამგვარად, სულ ქვეყანაში დაავადების შემთხვევათა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.

პაციენტთაგან 15 გამოჯანმრთელდა.

ახალი ტიპის კორონავირუსის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა ტაილანდშიც. როგორვ „სიენენი“ ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, გარდაცვლილი 35 წლის მამაკაცია, რომელსაც დენგეს ცხელება ჰქონდა.

ტაილანდში კოორნავირუსის სულ 42 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, 12-მდე გაიზარდა კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი იაპონიაში. ბოლო გარდაცვლილი 70 წლის მამაკაცია. ის იაპონიის ჰოკაიდოს პრეფექტურაში გარდაიცვალა. იაპონიაში დაავადებულთა რიცხვი 950-ს აღწევს.