ავსტრალიას გიგანტურმა მტვრის ქარიშხალმა გადაუარა
ავსტრალიას გიგანტურმა მტვრის ქარიშხალმა გადაუარა

ავსტრალიას გიგანტურმა მტვრის ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის გამო სიდნეის თავზე ცა სტაფილოსფრად განათდა.

ხელისუფლებამ მოსახლოებას მოუწოდა, სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ და პირბადე გამოიყენონ.

რთული მდგომარეობაა ახალი სამხრეთ უელსის შტატშიც. მეტეოროლოგების თქმით, მტვრის ქარიშხალი ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რომელმაც გამომშრალი მიწიდან მტვერი რამდენიმე შტატის ტერიტორიაზე გაფანტა.

სტიქიის გამომწვევ მიზეზებს შორის ასევე სახლდება ძლიერი გვალვაც.