ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურად დააწესა. კერძოდ, ავსტრალია შეუერთდა დასავლელი პარტნიორების შემზღუდავ ზომებს და პერსონალური სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის გარემოცვას.
როგორც მედიასთან საუბრისას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, პუტინის გარდა, შეზღუდვები დაუწესდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს: პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმერ კოლოკოლცევს.
სანქციები აქტივების დაყადაღებასა და ავსტრალიაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.