ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურად დააწესა
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურად დააწესა

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურად დააწესა. კერძოდ, ავსტრალია შეუერთდა დასავლელი პარტნიორების შემზღუდავ ზომებს და პერსონალური სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის გარემოცვას.

როგორც მედიასთან საუბრისას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, პუტინის გარდა, შეზღუდვები დაუწესდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს: პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმერ კოლოკოლცევს.

სანქციები აქტივების დაყადაღებასა და ავსტრალიაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.