ავსტრალიამ ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ხუთ წევრზე ჰუმანიტარული ვიზები გასცა
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ხუთ წევრს ავსტრალიაში ჰუმანიტარული ვიზები მისცეს.
„ბიბისის“ ცნობით, ვიზები მას შემდეგ გაიცა, რაც გასულ კვირას, სამხრეთ კორეასთან მატჩის წინ გუნდმა უარი თქვა ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე, რამაც ირანში მათი დაბრუნება საფრთხის წინაშე დააყენა.
ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე უარის შემდეგ ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა საფეხბურთო ნაკრებს „ომის დროს მოღალატეები“ უწოდა და ხელისულფებას მკაცრი სასჯელისკენ მოუწოდა.
ავსტრალიის მიგრაციის მინისტრმა, ტონი ბურკმა განაცხადა, რომ ქალები ავსტრალიის პოლიციამ „უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა“. მისი თქმით, ქვეყანაში დარჩენა გუნდის სხვა წევრებსაც შეუძლიათ.
„მათ სურთ, ნათლად თქვან, რომ არ არიან პოლიტიკური აქტივისტები. არიან სპორტსმენები, რომლებსაც უსაფრთხოება სურთ“, – განაცხადა ტონი ბურკმა.