ავსტრალიამ გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან არსებული ახალი თავდაცვითი ალიანსის ფარგლებში საზღვაო ძალების ბირთვული წყალქვეშა ნავების აღჭურვისთვის პროგრამა დაიწყო
ავსტრალიამ გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან არსებული ახალი თავდაცვითი ალიანსის ფარგლებში საზღვაო ძალების ბირთვული წყალქვეშა ნავების აღჭურვისთვის პროგრამა დაიწყო

ავსტრალიამ გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან არსებული ახალი თავდაცვითი ალიანსის, AUKUS-ის ფარგლებში ოფიციალურად დაიწყო პროგრამა საზღვაო ძალების ბირთვული წყალქვეშა ნავების აღჭურვისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დღეს ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონმა ამერიკელ და ბრიტანელ დიპლომატებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლას სამ ქვეყანას შორის ატომური საბრძოლო დანადგარების თაობაზე.

ზემოხსენებულმა ქვეყნებმა AUKUS-ის სახელწოდებით ცნობილი ალიანსის შექმნის თაობაზე სექტემბერში გამოაცხადეს, რაც წყნარი ოკეანის რეგიონში სტრატეგიული დაძაბულობით ახსნეს, ჩინეთსა და აშშ-ის შორის არსებული კონკურენციის ფარგლებში.