ავსტრალია საზღვრებს სავარაუდოდ 2021 წლამდე არ გახსნის
ავსტრალია საზღვრებს სავარაუდოდ 2021 წლამდე არ გახსნის

ავსტრალიის ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების მინისტრი საიმონ ბირმინგემი აცხადებს, რომ საერთაშორისო მიმოსვლა ქვეყანაში 2021 წლამდე არ აღდგება.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამის ფონზე, გამონაკლისები დაიშვება სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისაც ავსტრალიაში გრძელვადიანი მიზნებისთვის სურს ჩასვლა.

„შეგვიძლია, გამოვიყენოთ 14-დღიანი კარანტინის მეთოდი, რომელმაც ასე კარგად იმუშავა ავსტრალიელების სამშობლოში დასაბრუნებლად“, – განაცხადა ბირმინგემმა.

ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის 7 300 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 102 ინფიცირებული გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი