ავსტრალია და ინდონეზია 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ფიქრობენ

12:45, 27.06.2019

ავსტრალია და ინდონეზია 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთად ჩატარების განაცხადის შეტანაზე ფიქრობენ.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინება, ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში ამ ფაქტის შესახებ უკვე იმსჯელეს. მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობდა. ინდონეზიას განაცხადის შეტანა თავიდანვე ქონდა განძრახული ტაილანდთან ერთად, მაგრამ ეს უკანასკნელი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.

ავსტრალიას კი განაცხადი 2022-ის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ქონდა შეტანილი, მაგრამ ეს პატივი ყატარს ერგო.

მსგავსი