ავლაბრის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს [ფოტო, ვიდეო]

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვდება.

ავლაბრის რეზიდენციაში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

​როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ინაუგურაციის გარდა, გიორგი მარგველაშვილთან ადმინისტრაციის გადაბარების დეტალებზეც იქნება საუბარი.​

შეხვედრას ლაშა ჟვანიაც ესწრება, რომელიც სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.