ავლაბრის მეტროდან კომუნიკაციების კომისიამდე აქცია-მსვლელობა გაიმართა

16:22, 19.06.2025

აქცია-მსვლელობა გაიმართა ავლაბრის მეტროდან კომუნიკაციების კომისიამდე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიასა და გამოხატვის თავისუფლებას.

აქციაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.

აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი, წარწერით: „ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!“

მსგავსი