ავლაბარში ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი
ავლაბარში ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში.

მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ავტობუსის მგზავრი, შუახნის ქალი. ავტობუსის მძღოლი დაშავებულია.

როგორც საქართველოს პირეველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

 

დატოვე კომენტარი