უკრაინულმა ავიაკომპანიამ Bees Airline თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა
უკრაინულმა ავიაკომპანიამ Bees Airline თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა

დღეს, 30 აპრილს, უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Bees Airline კიევი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მფლობელი კომპანია, „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია რეისებს კვირაში სამი სიხშირით Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. კიევის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 23 რეისი სრულდება. Bees Airline-თან ერთად ფრენებს Ukraine International Airlines და Sky Up ახორციელებენ. ახლად დაფუძნებული Bees Airline კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 9 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით დაიწყებს.

დატოვე კომენტარი