ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან ფრენებს რვა ახალი მიმართულებით შეასრულებს 
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან ფრენებს რვა ახალი მიმართულებით შეასრულებს 

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air), რომელიც ფრენებს საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას რვა ახალი მიმართულებით დაიწყებს.

უნგრული ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან გდანსკის, ბარის, ეინდჰოვენის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინის, ბრიუსელის და კრაკოვის მიმართულებით შეასრულებს.

ფრენები „ეარბუს“ (Airbus) A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „ვიზეარს“ (Wizz Air) აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 26 მარტს მიენიჭა.

ვიზეარი“ (Wizz Air) საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.

 

ავტორი: ეკა გაზდელიანი