„თურქიშ ეარლაინსი“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით 15 თებერვლიდან ყოველდღიურად იფრენს

15:49, 03.02.2021

Turkish Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე სიხშირეების რაოდენობას ზრდის.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ავიაკომპანია 15 თებერვლამდე სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში ოთხი სიხშირით მოახდენს ოპერირებას, 15 თებერვლიდან თვის ბოლომდე კი, ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.

მსგავსი