ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსი“ ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის მიმართულებით ფრენას იწყებს

07:14, 29.10.2019

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსი“ (SkyUp Airlines), რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე შარშან შემოვიდა, ახალ მიმართულებას ამატებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები დღეიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, „ბოინგ 737“-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსს“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.

მსგავსი