ავიაკომპანია Ryanair-მა ქუთაისიდან ფრენები შესაძლოა, 2019 წელს დაიწყოს
ავიაკომპანია Ryanair-მა ქუთაისიდან ფრენები შესაძლოა, 2019 წელს დაიწყოს

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთევან ალექსიძე აცხადებს, რომ ავიაკომპანია Ryanair-თან 2019 წელს ქუთაისიდან ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Ryanair-თან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულების ქსელზე: თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისააც“, – აღნიშნა ალექსიძემ.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საუბარი არ მიმდინარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებთან დაკავშირებით.