ავიაკომპანია „რაინეარი“ საქართველოს შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს

ავიაკომპანია „რაინეარი“ საქართველოს შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ავიაკომპანიამ ვიდეო, სახელწოდებით „აღმოაჩინე საქართველო რაინეართან ერთად“, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

ვიდეორგოლი მოგზაურების მიერ სოციალურ ქსელებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული რეალური პოსტების, ვიდეოებისა და ფოტოების კოლაჟს წარმოადგენს. რგოლში ნაჩვენებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღირსშესანიშნაობები, საქართველოს ბუნება, ტრადიციები, ქართული კერძები.

შეუერთდი მათ თავგადასავალს“, – აღნიშნავს ავიაკომპანია ვიდეორგოლის აღწერაში.

შეგახსენებთ ავიაკომპანია „რაიანეარი“ საქართველოში პირველ რეისებს ნოემბრიდან შეასრულებს.