ავიაკომპანია „იანეარი“ საახალწლოდ საქართველო-უკრაინას შორის 12 დამატებით რეისს შეასრულებს
ავიაკომპანია „იანეარი“ საახალწლოდ საქართველო-უკრაინას შორის 12 დამატებით რეისს შეასრულებს

უკრაინული ავიაკომპანია „იანეარი“ საახალწლოდ საქართველოსა და უკრაინას შორის 12 დამატებით რეისს შეასრულებს.

როგორც უკრაინულ მედიას უკრაინის ტურიზმის განვითარების ცენტრში განუცხადეს, დამატებითი რეისები დაინიშნება კიევიდან და ხარკოვიდან ბათუმში, ასევე კიევსა და თბილისს შორის. 12 დამატებითი ფრენა 26 დეკემბრიდან 5 იანვრის პერიოდში შესრულდება.

„ზედიზედ უკვე მეორე წელია, ბათუმში საახალწლოდ ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსს აღწევს, ქალაქიდან 90 კილომეტრში, მთებში კი თხილამურებზე სრიალია შესაძლებელი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, დამატებითი ავიარეისები უკრაინელ ტურისტებს შორის პოპულარული იქნება“, – განაცხადა ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ტარას სტრიგუნენკომ.