ავიაკომპანია Georgian Airways-მა სატვირთო გადაზიდვების შესრულება დაიწყო
ავიაკომპანია Georgian Airways-მა სატვირთო გადაზიდვების შესრულება დაიწყო

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი სამგზავრო ავიარეისებთან ერთად სატვირთო გადაზიდვებს განახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Georgian Airways-ის ახალი საჰაერო ხომალდის, Boeing 737-800-ის საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების პროცესი დაასრულა და თვითმფრინავი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში დაარეგისტრირა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Boeing 737-800 (ამოსაცნობი ნიშანი 4L-TIG) ტიპის საჰაერო ხომალდი მოდიფიცირებულია „კარგო“ გადაზიდვების განხორციელებისთვის და ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ჩარტერული სატვირთო რეისების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. პირველ სატვირთო ავიარეისს თბილისი – ურუმჩი – თბილისის მიმართულებით Georgian Airways-ი დღეს ასრულებს.