ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს და ფრენის სიხშირეს ზრდის
ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს და ფრენის სიხშირეს ზრდის

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი ზრდის ფრენების ინტენსივობას საქართველოს მიმართულებით და ამატებს ერთ რეგულარულ მიმართულებას.

მათივე ცნობით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, ავიაგადამყვანი რეგულარულ რეისებს 4 მიმართულებიდან, კვირაში 11 დამატებითი სიხშირით შეასრულებს.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, დღეიდან – ივლისის ბოლომდე, ავიაკომპანია ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებს: თბილისი – ქასიმი – თბილისის ახალ საჰაერო ხაზზე ფრენები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს; რიადი – თბილისი – რიადის საჰაერო ხაზზე, ემატება 3 სიხშირე და ჯამში, რეგულარული რეისები კვირაში 6-ჯერ, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას განხორციელდება; ჯედა – თბილისი – ჯედას საჰაერო ხაზზე, ემატება 3 სიხშირე და ჯამში, რეგულარული რეისები კვირაში 7-ჯერ, ყოველდღიურად განხორციელდება; დამამი – თბილისი – დამამის მიმართულებით ფრენები დამატებით 2 სიხშირით შესრულდება და ჯამში, ავიარეისები კვირაში 6 სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას გახორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.