ავიაკომპანია Condor-ი საქართველოში ოპერირებას განაახლებს და ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის რეისებს შეასრულებს
ავიაკომპანია Condor-ი საქართველოში ოპერირებას განაახლებს და ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის რეისებს შეასრულებს

გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრენები 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით შეასრულებს

„მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ავიაკომპანია სამგზავრო ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ყოველდღიურად Embraer 190-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 20 აპრილს მიანიჭა“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.