ავღანური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ღაზნის მთიან პროვინციაში ჩამოვარდა
ავღანური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ღაზნის მთიან პროვინციაში ჩამოვარდა

ავღანური ავიახაზების კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

ავღანური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 83 ადამიანი იმყოფებოდა, ღაზნის მთიან პროვინციაში ჩამოვარდა. ავიაკომპანია „არიანა აფგან ეარლაინსის“ თვითმფრინავი ქაბულიდან ჰერათში მიფრინავდა. თვითმფრინავის მგზავრების ბედი ამ დრომდე უცნობია.

ავღანური გამოცემა „ტოლო ნიუსის“ ინფორმაციით, ტერიტორიას, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ აკონტროლებს.