ავღანეთში, ყანდაღარის პროვინციაში საარჩევნო უბანთან აფეთქება მოხდა

10:30, 28.09.2019

ავღანეთში, ყანდაღარის პროვინციაში საარჩევნო უბანთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ჯერ მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას აუღია.

ავღანეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

მსგავსი