ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პროვინციაში ბოლო 24 საათში სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ყანდაარში 89 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყნის მასშტაბით კი, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 70 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმეტესობა დედაქალაქში, ქაბულში დაფიქსირდა. ქაბულში საყოველთაო კარანტინი გასულ კვირას გამოცხადდა. ქალაქში კარანტინის წესების მონიტორინგისთვის 1 600 პოლიციელი გამოიყვანეს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ავღანეთში „კოვიდ-19“-ის 785 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია 25 ადამიანი.