ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

16:32, 03.03.2019

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ყანდაარის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქალაქ ყანდაარის ნაწილი. დაკარგულად ითვლება 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. სტიქიის ზონაში დაზიანებულია ორი ათასზე მეტი სახლი.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია შეიარაღებული ძალები.

მსგავსი