ავღანეთში წყალდიდობას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

18:38, 26.08.2020

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთით, ფარვანის პროვინციაში წყალდიდობას 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 90-მდე პირი.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 300-მდე სახლია განადგურებული.

მსგავსი