ავღანეთში წარმოდგენილი უცხოური მისიები „თალიბანს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ ერთობლივად მოუწოდებენ

12:34, 19.07.2021

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში არსებული 15 დიპლომატიური მისია და ნატო-ს წარმომადგენელი ერთობლივად მოუწოდებენ დაჯგუფება „თალიბანს“, შეწყვიტონ მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შეტევითი ოპერაციების წარმოება.

აღნიშნული მოწოდება ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ავღანეთის ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ რამდენიმე საათში გაჟღერდა.

„თალიბებმა იარაღი უნდა დადონ და მსოფლიოს აჩვენონ მშვიდობისადმი მათი ერთგულება. ეს შეტევითი ოპერაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება მოლაპარაკებების პროცესის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.

ერთობლივ მიმართვას მხარს უჭერენ ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლობები.

მსგავსი