ავღანეთში უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმებს 16 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა
ავღანეთში უსაფრთხოების ძალებზე განხორციელებულ თავდასხმებს 16 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
თავდასხმა ბაღდისის პროვინციაში გვიან ღამით მოხდა. ცხრა სამხედრო ქალაი-ნაუში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, ხოლო შვიდი ქადსის რაიონში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას დაიღუპა.
ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას მოძრაობა „თალიბანს“ აკისრებს.