ავღანეთში უნივერსიტეტის ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

13:11, 16.03.2021

ავღანეთში უნივერსიტეტის ლექტორების ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ბაღლანის პროვინციაში, ქალაქ პულ-ე-ხუმრის გარეუბანში მოხდა. ავტობუსს ბაღლანის უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები გადაჰყავდა, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალებას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. ავტობუსში 25-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თავდასხმას სტუდენტი და ავტობუსის მძღოლი ემსხვერპლნენ.

ბაღლანის პოლიცია თავდასხმაზე პასუხისმგებლობას „თალიბანს“ აკისრებს, თუმცა რადიკალური დაჯგუფება მასში მონაწილეობას არ ადასტურებს.

მსგავსი