ავღანეთში უცნობი პირები სადაზვერვო სამსახურის შენობას დაესხნენ თავს

12:54, 18.12.2017

ავღანეთში უცნობი პირები სადაზვერვო სამსახურის შენობას დაესხნენ თავს. ადგილობირვი მედიის ცნობით, შეიარაღებული მებრძოლები ქაბულში განლაგებული საწვრთნელი ცენტრის შენობაში შეიჭრნენ.

როგორც თვითმხილევლები იტყობინებიან, ადგილზე სროლის ხმა კვლავ ისმის.

ამჟამად თავდამსხმელების ნაწილი ახლოს მდებარე მშენებარე შენობას აფარებს თავს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.

მსგავსი