ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტი უცხოელი ჯარისკაცების სამხედრო კოლონას თავს დაესხა

17:46, 13.11.2017

ავღანეთში, დანდის ოლქის ყანდაღარის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტი უცხოელი ჯარისკაცების სამხედრო კოლონას თავს დაესხა.

კოლონის გადაადგილებისას დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ავღანური მედიის ინფორმაციით, სამხედროები პატრულირებას ახდენდნენ. ყანდაღარის პროვინციის ხელმძღვანელობა თავდასხმის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი