ავღანეთში თვითმფრინავის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო
ავღანეთში თვითმფრინავის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. „თალიბანის“ პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჰჯაჰიდის განცხადებით, თალიბებმა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრები დაიღუპნენ.
სოციალურ ქსელებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის სურათები გავრცელდა, სადაც „ი-11-ეი“-ის ტიპის სადაზვერვო-საკომუნიკაციო თივმითფრინავის დეტალებია ნაჩვენები, რომელსაც აშშ-ის საჰაერო ძალები იყენებს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ინციდენტს იძიებს, თუმცა არ ადასტურებს, რომ თვითმფრინავი თავდაცვის დეპარტამენტს ეკუთვნოდა.
თვითმფრინავი ღაზნის მთიან პროვინციაში ჩამოვარდა. აღნიშნულ ტერიტორიას „თალიბანი“ აკონტროლებს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ავღანურ ავიახაზებს ეკუთვნოდა, მაგრამ კომპანია „არიანაში“ კატეგორიულად უარყოფენ ინციდენტთან მათი კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის კავშირს.