ავღანეთში ტერაქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა
ავღანეთში ტერაქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა

ავღანეთში ტერაქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. ამის შესახებ „რეიტერი“ (REUTERS) იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაღუპულების დიდი ნაწილი ბავშვები და ქალები არიან. თავდასხმა ავღანეთის დასავლეთ ნაწილში, ფარაჰის პროვინციაში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ბომბი საავტომობილო გზაზე ამოქმედდა. ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა რეგიონში თავდასხმებს ხშირად ახორციელებს მოძრაობა „თალიბანი“ (TALIBAN).

მათი სამიზნე, როგორც წესი, სამთავრობო ძალები არიან, თუმცა ხშირ შემთხვევაში აფეთქებებს მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.