ავღანეთში თავდასხმის შედეგად ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
ავღანეთში თავდასხმის შედეგად ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში თავდასხმის შედეგად ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პროვინციაში მოხდა, სადაც მტკიცე მხარდაჭერის მისია მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ავღანელმა სამხედრომ განახორციელა.

ამერიკელი ჯარისკაცი აშშ-ის რიგით მეექვსე მოქალაქეა, რომელიც წელს ავღანეთში თავდასხმას ემსხვერპლა.