ავღანეთში, თალიბებთან საბრძოლველად სამთავრობო არმიის დამატებითი ძალები გაიგზავნა
ავღანეთში, თალიბებთან საბრძოლველად სამთავრობო არმიის დამატებითი ძალები გაიგზავნა

ავღანეთის პრეზიდენტმა ღაზნის პროვინციაში, თალიბებთან საბრძოლველად არმიის დამატებითი ნაწილები გაგზავნა. სააგენტო Tolo News-ის ინფორმაციით, სამთავრობო არმიასა და „თალიბანის“ წევრებს შორის ღაზნის პროვინციაში ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.

დაპირისპირების შედეგად ავღანეთის სამთავრობო ძალების 103 ჯარისკაცია დაღუპული, 100-მდე სამხედრო მოსამსახურე კი დაკარგულად ითვლება.

საგანგებო თათბირის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა ღაზნის პროვინციაში 1000 სპეცრაზმელი და 400 ჯავშანმანქანა გაგზავნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქალაქი კვლავ სამთავრობო არმიის კონტროლის ქვეშაა. თალიბებმა ქალაქზე შეტევა 10 აგვისტოს დაიწყეს და ქალაქის ნაწილს დაეუფლნენ.