ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად, უსაფრთხოების ძალების 30-მდე თანამშრომელი დაიღუპა
ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად, უსაფრთხოების ძალების 30-მდე თანამშრომელი დაიღუპა

ავღანეთის პროვინცია ბადგისში, თალიბების თავდასხმას უსაფრთხოების ძალების 30-მდე თანამშრომელი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალური მოძრაობის წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.

ეს ბაირამის დღესასწაულისთვის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ, პირველი მასშტაბური თავდასხმაა თალიბანის მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ შაბათს ავღანეთის პრეზიდენტმა თალიბების უარის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ცალმხრივად 10 დღით, 26 ივნისამდე გაახანგრძლივა.