ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად 24 სამხედრო დაიღუპა
ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად 24 სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში რადიკალების თავდასხმის შედეგად 24 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ცხრა კი, დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, პროვინციის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბაგლანის პროვინციაში მოხდა. როგორც ცნობილია, მოძრაობა „თალიბანის“ წევრები სამხედრო მოსამსახურეებს თავს საკონტროლო გამშვებ პუნქტთან დაესხნენ.