ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად, 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად, 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთის არმიის საკონტროლო პუნქტზე თალიბების თავდასხმის შედეგად, 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმა ირანის მოსაზღვრე ფარაჰის პროვინციაში მოხდა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ჯარისკაცი დაჭრილია, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე კი, დაკარგულად მიიჩნევა. Reuters-ი წერს, რომ ფარაჰის პროვინციის ადგილობრივი ხელმძღვანელობა ამბოხებულების დახმარებაში ირანს ადანაშაულებს.

თეირანში ბრალდებებს უარყოფენ.

რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ დასავლური ძალების ქვეყნიდან გასვლა და დასაველთისგან მხარდაჭერილი მთავრობის დამხობა სურს.