ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად, უსაფრთხოების ძალების 35 წევრი დაიღუპა
ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად, უსაფრთხოების ძალების 35 წევრი დაიღუპა

ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად, უსაფრთხოების ძალების 35 წევრი დაიღუპა. გამოცემა Tolo News-ის ინფორმაციით, თავდასხმა ირანის მოსაზღვრე ფარაჰის პროვინციაში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, თალიბებმა სამ გამშვებ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი.

ქალაქ ფარაჰის მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ქუჩებში „თალიბანის“ წევრები გადაადგილდებოდნენ. რადიკალური მოძრაობის წარმომადგენელი ყარი იუსუფ აჰმადი ამბობს, რომ შეტაკების შემდეგ თალიბებმა სამთავრობო ავტომობილები გაანადგურეს და დიდი რაოდენობით იარაღი ჩაიგდეს ხელში.

„თალიბანს“ დასავლური ძალების ავღანეთიდან გასვლა და პრო-დასავლური მთავრობის ჩამოგდება სურს.