ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ისინი ძალოვანი უწყებების თანამშრომლები არიან.

Tolo News-ის ცნობით, თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ბაგლანში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ რამდენიმე საკონტროლო გამშვებ პუნქტს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამჟამად ხუთი საკონტროლო გამშვები პუნქტი და რამდენიმე დასახლება მოძრაობა „თალიბანის“ წევრებს აქვთ დაკავებული.