ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა
ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა

ავღანეთში თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჰერათის პროვინციის გუბერნატორის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

თავდასხმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ჰერათის პროვინციის  ერთ-ერთ სოფელში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თავდასხმა მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა განახორციელეს. მათ ჰერათის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში ადამიანების ჯგუფს გაუხსნეს ცეცხლი, სადაც ძირითადად ქალები და ბავშვები იყვნენ.

აღნიშნული თავდასხმა ცენტრალური აზიის ქვეყანაში ძალადობის რამდენიმედღიანი შემცირების შემდეგ მოხდა.

„თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ შეთანხმებას 29 თებერვალს დოჰაში მოეწერა ხელი. შეთანხმება ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატო-ს ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი, „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა არ გახდება ტერორისტების თავშესაფარი.

დატოვე კომენტარი