ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად ქვეყნის უსაფრთხოების ძალების რვა წევრი დაიღუპა
ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად ქვეყნის უსაფრთხოების ძალების რვა წევრი დაიღუპა

ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმას ქვეყნის უსაფრთხოების ძალების რვა წევრი ემსხვერპლა. რადიკალური ორგანიზაციის წევრების თავდასხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, დაიკუნდის პროვინციაში მოხდა. პროვინციის ხელმღვანელობაში აცხადებენ, რომ თალიბები ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს ორ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დაესხნენ თავს. ორმხრივი სროლა ოთხ საათს გაგრძელდა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები „თალიბანის“ წინააღმდეგ ოპერაციას ყუნდუზის პროვინციაში ატარებენ, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. შეტაკების დროს, რადიკალური ორგანიზაციის სამი წევრი მოკლეს.