ავღანეთში თალიბანის მიერ კონტროლირებადი ციხიდან 61 ადამიანი გაათავისუფლეს

10:24, 03.08.2018

ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა სპეცოპერაციის შედეგად, თალიბანის მიერ კონტროლირებადი ციხიდან 61 ადამიანი გაათავისუფლა.

ოპერაცია ჰელმანდის პროვინციაში ჩატარდა, თუმცა მის შესახებ დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება.

ეს “თალიბანის” ციხიდან მოქალაქეთა გამოხსნის პირველი შემთხვევა არ არის.

ივლისში ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვეობიდან 58 ადამიანი გაათავისუფლა.

მსგავსი