ავღანეთში „თალიბანის“ მებრძოლებმა მგზავრებით სავსე სამი ავტობუსი გაიტაცეს
ავღანეთში „თალიბანის“ მებრძოლებმა მგზავრებით სავსე სამი ავტობუსი გაიტაცეს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მგზავრებით სავსე სამი ავტობუსი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ავტობუსებში 100-ზე მეტი მგზავრი იმყოფება. სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, გატაცებულია 150-ზე მეტი ადამიანი.

შემთხვევა ყუნდუზის პროვინციაში მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ავტობუსების გატაცებამდე ერთი დღით ადრე, ავღანეთის მთავრობამ თალიბებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესთავაზა. პრეზიდენტ აშრაფ ღანის განცხადებით, თუ „თალიბანი“ თანხმობას განაცხადებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 20 აგვისტოდან ამოქმედდება.