ავღანეთში „თალიბანის“ დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრი რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის წარმომადგენლებს ხვდება
ავღანეთში „თალიბანის“ დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ახუნდი რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის წარმომადგენლებს ხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენელი აჰმადულაჰ მუთაქი „ტვიტერში“ ავრცელებს.
აჰმადულაჰ მუთაქის ინფორმაციით, შეხვედრა ავღანეთში რუსეთის, პაკისტანისა და ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. „თალიბანის“ მხრიდან, მუჰამედ ახუნდთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ფინანსთა მინისტრი ჰიდაიათულუ ბადრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ ხან მოთაქი.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრის მონაწილე მხარეები.
დაჯგუფება „თალიბანი“ ავღანეთში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ გააქტიურდა. 15 აგვისტოს რადიკალურმა დაჯგუფებამ დედაქალაქი ქაბული დაიკავა, ხოლო სამოკავშირეო ძალების გასვლის შემდეგ, 6 სექტემბერს ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს.
ამასთან, „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა 7 სექტემბერს დაასახელა
PM of the Islamic Emirate of Afghanistan Mullah Muhammad Hassan Akhund is holding a meeting with the Special Representatives of Russia, China & Pakistan in the Palace. Acting Minister of Foreign Affairs, Acting Minister of Finance & others also present. https://t.co/H0Vr3y4VKJ
— Ahmadullah Muttaqi (@Ahmadmuttaqi01) September 21, 2021