ავღანეთში „თალიბანის“ ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს
ავღანეთში „თალიბანის“ ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს

ავღანეთში „თალიბანის“ ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს. როგორც სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, ჰელმანდის პროვინციაში სპეცოპერაცია ავღანეთისა და უცხო ქვეყნების სპეცდანიშნულებსი რაზმმა ერთად ჩაატარეს. შედეგად საპყრობილეში მყოფი სულ მცირე 30ადამიანი გათავისუფლდა.

ნავზადის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის დროს ციხიდან გამოიყვანეს ოთხი ბავშვი, რომელთა ასაკი 12 წელს არ აღემატებოდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, „თალიბანის“ წევრთა მიერ დაპატიმრებული პირები ავღანელი სამხედროების დახმარების გამო მოხვდნენ უკანონო ციხეში.

მოძრაობა „თალიბანის” პრესსპიკერმა კი ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ საპატიმროში კრიმინალები იმყოფებოდნენ.