ავღანეთში, სუნიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა
ავღანეთში, სუნიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა

ავღანეთში, სუნიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციის ერთ-ერთ სუნიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი და დაშავებულია 12, მათ შორის – მეჩეთის იმამი.

ადგილობრივების ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება მეჩეთის შიგნით ამოქმედდა. აფეთქება პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია საკუთარ თავზე. ქვეყანაში მსგავს აფეთქებებზე პასუხისმგებლობას ძირითადად „ისლამური სახელმწიფოს“ ხორასანის ფილიალი იღებს საკუთარ თავზე. გასულ თვეებში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მდებარე მეჩეთებში, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილ აფეთქებებს 120-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.