ავღანეთში, შს სამინისტროს შესასვლელთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

14:10, 30.05.2018

ავღანეთის დედაქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელთან ორი აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი, რის შემდეგაც შეიარაღებული პირები შენობაში შეჭრას შეეცადნენ.

ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი უცნობია.

მსგავსი