ავღანეთში შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა
ავღანეთში შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა

ავღანეთში შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა.

ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ აქვეყნებს.

აფეთქება ქალაქ ყუნდუზში მდებარე შიიტურ მეჩეთში მოხდა პარასკევის ყოველკვირეული ლოცვის დროს. წინასწარი მონაცემებით დაშავებულია ათეულობით ადამიანი, არის მსხვერპლიც.

ჯერ უცნობია, რის გამო მოხდა აფეთქება.

რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“, ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალს ებრძვის ქვეყანაში. გასულ თვეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გაახშირეს თავდასხმები ავღანეთის სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, მათ თავის თავზე აიღეს ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი ორი სასიკვდილო აფეთქება.